17:11 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 20:14:05, 1341 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“: ქუთაისი-ვარშავას ბორტზე შემოწმება დასრულდა და ცრუ განგაში აღმოჩნდა

„საქართველოს აეოპორტების გაერთიანება" ქუთაისი-ვარშავას რეისზე, შესაძლო ბომბის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც აეროპორტების გაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავი უკვე შემოწმდა და მის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. 

"25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით ავარიული დაშვება რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში განახორციელა, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics