20:58 - 08 Jul, 2026
|
2018-10-25 19:53:32, 4946 ნახვა
მსოფლიო
ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო, ქუთაისი-ვარშავის რეისი ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა
ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა, - ამის შესახებ Digi24 იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა. სამართალდამცველები თვითმფრინავის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. სულ ბორტზე 173 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ მათი ევაკუაცია განახორციელა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები და გამნაღმველები იმყოფებიან. აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა. Digi-24 იტყობინება, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)