|
2015-06-10 17:21:34, 517 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის პრინცთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის პირისპირ შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი იყო. პრემიერ-მინისტრისა და პრინცის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებული არ ყოფილა, ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები ვითარდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საელჩოს გახსნა ერ-რიადში, მეგობრულ კავშირებს კიდევ უფრო გააფართოებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, რომელმაც 2015 წლის იანვარ-აპრილში 3,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს განსაკუთრებულ ბიზნესგარემოს, რომელიც, საუდის არაბეთთან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვესთან ერთად, საქართველოს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო ბიზნესებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს“, - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრისას. საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც სამეფოს დამაარსებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზის ალ საუდის შთამომავალია, საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)