|
2018-10-19 13:54:14, 850 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს. "თბილსერვის ჯგუფის" განცხადებით, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მხოლოდ იმ ადგილებზე მიმდინარეობს, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია. დასუფთავების სამუშაოები ავტობუსების გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე და განათების ბოძებზე მიმდინარეობს. "დედაქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია, თუმცა, სამწუხაროდ,დაფიქსირდა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ერთიფაქტი, რაზეც „თბილსერვის ჯგუფმა“ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სამუშაოებში ჩართულ ყველა თანამშრომელს მითითება მისცა. მსგავსი ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაშიმიიღება მკაცრი ზომები. რაც შეეხება სააგიტაციო მასალის განთავსების წესს, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი განმარტავს, რომ აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე", - ნათქვამია განცხადებაში. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ„თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ადგილის გასუფთავება და მოწესრიგება 17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე დაავალა.
(NS)
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)