|
2018-10-17 22:50:35, 1120 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მათი თავგანწირვა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც არ უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც 2010 წელს დაიღუპნენ და ყველას ვინც ავღანეთში დავკარგეთ. მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადოუმცროსი სერჟანტის, დავით ცეცხლაძის, რამაზ გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის და გიორგი კოლხიტაშვილის ოჯახებს, რომლის ოჯახის წევრებიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ყველას ვინც დღეს ჩვენ შეხვედრას ესწრება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)