13:59 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 16:27:54, 1973 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას ეფექტურს გახდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მისასალმებელი მოხსენებით მიმართა სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს, რომლებმაც ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტი და ენერგოეფექტურობის სტრატეგია განიხილეს.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ევროპელ კონსულტანტებთან ერთად მომზადდა,  საქართველოს პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს.

თავის მისალმებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე. მისი თქმით, ინდუსტრიასა თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობაში ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ახალი გენერაციის ობიექტების დაჩქარებულად მწყობრში შესვლის პარალელურად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით დიდ დანაზოგებს მივაღწევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ვფიქრობთ ენერგოეფექტურობის ასახვა ენერგეტიკის განვითარების ზოგად სტრატეგიაში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ენერგეტიკის პერსპექტივებს უკეთესობისკენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტი ენერგოეფექტურობის შესახებ და თანმდევი ნორმატიული აქტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მომზადდა. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს განახორციელოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები.

სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებაში" ფარგლებში გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics