|
2018-10-10 20:47:21, 1582 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ლევან ყიფიანის ჩვენებიდან დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი
„ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ, რომ რაღაც გარიგებებს ქონდა ადგილი და „ქართული ოცნება" ძალადობდა ბიზნესზე, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ. „ერთ მხარეს დგანან ისინი, თავისი დადგმული სპექტაკლებით, ყალბი სანომრე ნიშნებით და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში განახორციელა 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება. ოქუაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, ვერც იმ მთავარ კითხვაზე პასუხობს, სად მიჰქონდა ის ფული და სად იხდიდა 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს. ერთი სიტყვით, ძალიან დაბნეულები არიან, თუმცა ყოველდღიურად იყენებენ ჩანაწერებს, რომლებზეც რამდენიმე ექსპერტიზა ამბობს რომ არის მონტაჟი, არის ყალბი. საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ ორ მხარეს შორის, ვინ არის მართალი, სად არის სიმართლე და რამდენად შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ერთად, მისი ინტერესებში ჩამჯდარი ზაზა ოქუაშვილი ამბობდნენ ერთ პროცენტ სიმართლეს მაინც. რამდენიმე კვირაა, ვუყურებთ და ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის", მისი ყველა მედიასაშუალების და უკვე ზაზა ოქუაშვილის მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება დაარტყას „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მყარად დგანან - ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ეს არის მედიის თავისუფლება და დემოკრატია“, - აცხადებს მდინარაძე.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)