|
2018-10-08 12:41:18, 598 ნახვა
საზოგადოება
სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კილაძე შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. „ჩვენ ვაძლევთ ბიზნესს საშუალებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელებისათვის დამატებით ვადაში, 15 ნოემბრამდე გაიარონ რეგისტრაცია. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უკვე მოვახდინე ჩემს კოლეგებთან ერთად. დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. სამწუხაროდ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა. აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. თუმცა, ეს გარდამავალი პერიოდი ბიზნესს კანონისმიერი ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირებისას მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა“, - ნათქვამია სოფო კილაძის განცხადებაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)