12:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 12:18:21, 5749 ნახვა

სხვადასხვა
ხრეშს დავყრით, ასფალტი ძვირია - სამხედრო დასახლებაში გზა არ აქვთ - ფოტო

თბილისში, სამხედრო დასახლებაში აბაშვილის ქუჩაზე, სადაც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გმირების ოჯახები ცხოვრობენ, რამდენიმე წელია გზა არ აქვთ.
რამდენიმე წელია, სამხედრო დასახლებაში კორპუსები ერთმანეთს ორღობის მსგავსი გზით უკავშირდება. ორი დღის წინ ამ გზებზე თავდაცვის სამინისტრო, მერიასთან ერთად ქვა-ღორღს დაყარა.
"ექსპრესნუსთან" ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ 2 წლის წინ თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გზას გააკეთებდა.

"ასე "შეაკეთეს" ორი წლის წინ შეპირებული გზა სამხედრო დასახლებაში აბაშვილის ქუჩაზე. ასფალტი ძვირია და ხრეშს დავყრითო, გვითხრეს. თიმცა, იმფრასტრუქტურია არასპეციალისტი ადვილად მიხვდება, რომ აღმართ-დაღმართზე ხრეშია გზა არ იგება, რადგან მუდმივი დამუხრუჭების გამო, ხრეში ტალღებად გროვდება და სრულიად გაუვალი ხდება. მანქანების გამართულობა ასეთ " გზებზე" გავლის შემდეგ იქით იყოს, და ქვეითებისთვის საშიშია ასეთ გზასთან მიახლოვება, რადგან მანქანების ბორბლებიდან ქვები აქეთ-იქით ცვივა. სანამ უბედურება დატრიალდება და ქვა დიდსა თუ პატარას მოხვდება, გთხოვთ, სასწრაფოდ დააგოთ", - ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

"ექსპრესნიუსი" კომენტარს თბილისის მერიისგან ელოდება.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics