08:21 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 10:54:41, 1420 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძე - თბილისი სიყვარულის, სითბოს და მეგობრობის სიმბოლოა

თბილისი არის ცენტრი, სადაც იკვეთებოდა ბევრი ცივილიზაცია და რამაც შექმნა ჩვენი დედაქალაქი, როგორც კულტურული ცენტრი ჩვენ ამით ყოველთვის ვამაყობდით და მომავალი თაობებიც იამაყებენ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის სახელით გამართულ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს. 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისობა და ზოგადად, ჩვენი დედაქალაქი  სიყვარულის, სითბოს და მეგობრობის სიმბოლოა, რასაც ისტორიამაც შეუწყო ხელი.  
პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ემოციების მომგვრელია ძველი თბილისი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება და ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, როგორც მის წარსულს და ისტორიას შეესაბამება. 
„ჩვენ, ქალაქის მერიასთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გაალამაზებს და დაუბრუნებს ძველ დიდებას. დღეს ძალიან ბევრი ღიმილიანი სახე იყო თბილისის ქუჩებში და ჩვენი ოცნებაც სწორედ ეს არის, რომ ასეთი ღიმილიანი დღეები რაც შეიძლება ბევრი იყოს საქართველოში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში “, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics