|
2018-10-06 16:42:00, 1980 ნახვა
საზოგადოება
საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნების წინ „ეთიკის პრინციპებზე“ შეთანხმდნენ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები „ეთიკის პრინციპებზე“ შეთანხმდნენ. „ეთიკის პრინციპების“ შესახებ პრეზენტაცია ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა გახსნეს. თამარ ჟვანიას განცხადებით, დოკუმენტზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ საზოგადოების ინტერესებს დაიცავენ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია მოხდა საჯაროდ, მედიისა და საზოგადოების წინაშე. ეს გახლავთ „ეთიკის პრინციპების შეთანხმების დოკუმენტი“, რომელიც გახლავთ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან შეთანხმებით შედგენილი. მინდა ავღნიშნო, რომ თითოეული კანდიდატი იყო ჩართული პროცესში და აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტების შემოერთების. ამ ეტაპზე პროცესი ღიაა, მიმდინარეობს ხელმოწერების პროცესი. 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და კიდევ ველოდებით, ყველა კანდიდატის ხელმოწერას, ვინაიდან ჩვენ წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა მათი უკვე შინაარსთან და შეთანხმების დოკუმენტთან უკვე გვაქვს. საარჩევნო კულტურისა და პროცესების განვითარება არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ძალადობაზე უარის თქმა, საზოგადოების ინტერესების დაცვა, მუქარისა და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ეს პირველყოვლისა არის ჩვენი ამომრჩევლების პატივისცემა. ჩვენ ველოდებით მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელმოწერა გვექნება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. „ეთიკის პრინციპები“ საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ; არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს. შეთანხმების, პროცესს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია ფასილიტაცია. პრეზენტაციას, კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად ასევე დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)