18:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 16:00:34, 2291 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე დ.ბ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ბ.-მ 2018 წლის 1 აგვისტოს,  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს".

„სამართალდამცველებმა დ.ბ. 2018 წლის 1 აგვისტოს  ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული,  0,0123 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", ხოლო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ.ბ.-ს ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" და „ე" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics