17:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 11:51:55, 2285 ნახვა

სამართალი
აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდა

2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.

 ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ, მისმა ოჯახის წევრებმა  რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს შეატყობინებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით,  ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს.  ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

ზაურ გურჩიანის ოჯახი დიდ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და სოზარ სუბარს, რომლებმაც პირველივე წუთებიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა ზაურ გურჩიანი საკუთარ ოჯახს უვნებლად დაბრუნებოდა.

ზაურ გურჩიანის სახლი სოხუმში ომი დროს დაიწვა. გურჩიანების ოჯახმა აფხაზეთი ჭუბერის გავლით დატოვა და მას შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობს.  მათი ნათესავები დღესაც იმყოფებიან აფხაზეთის სოფელ აჟარაში,  სწორედ მათთან მიდიოდა, პერიოდულად, ზაურ გურჩიანი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics