|
2018-10-02 19:13:00, 1313 ნახვა
საზოგადოება
სეზონურმა მაშველებმა აჭარაში 165 ადამიანი გადაარჩინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს ირაკლი თოიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ზაფხულის ტურისტული სეზონი და სამაშველო სამსახურების საქმიანობა შეაჯამეს. 1 ოქტომბრისთვის, აჭარაში სეზონურმა სამაშველო სამსახურებმა საქმიანობა დაასრულეს. არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამართველოს საზღვაო ტრანსპორტის განყოფილება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას. „პირველი ოქტომბრიდან ჩვენი საზღვაო ტრანსპორტის განყოფილების მობილური ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ საზღვაო პერიმეტრს რეგიონის მაშტაბით. ამ ეტაპისთვის საქმიანობა დაასრულეს სეზონურმა მაშველებმა. ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ჩვენთან მუშაობდა 135 სეზონური მაშველი, რომელთა თავდადების შედეგად 4 თვის განმავლობაში 165 ადამიანის გადარჩენა შევძელით,“ შეხვედრაზე განაცხადა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი თოიძემ. შეხვედრაზე სულხან ღლონტმა სამაშველო სამსახურების ოპერატიულობასა და წარმატებულ საქმიანობას გაუსვა ხაზი, ადგილობრივი მოსახლეობის, საერთაშორისო და შიდა ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ შევაჯამეთ საზღვაო სეზონის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები. წელს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინეს. 1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სეზონურმა მაშველებმა აჭარაში 165 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომელთა შორის 39 არასრულწლოვანი და 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ეს არის სამსახური, რომლის ყველა თანამშრომელი ღირსეულად და პროფესიონალურად აკეთებს საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონურმა მაშველებმა პირველ ოქტომბერს დაასრულეს სამსახური, საზღვაო ტრანსპორტის განყოფილება, 24 საათან რეჟიმში მცურავი საშუალებებით განახორციელებენ პატრულირებას.“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)