21:47 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 13:13:22, 1406 ნახვა

სამართალი
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მაისს,  განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.დ.  ყოფილი მეუღლის  ა.დ.-ს სახლში შვილების წასაყვანად მივიდა, რაზეც ა.დ.-მ უარი უთხრა. აღნიშნულით განაწყენებული ს.დ. ყოფილი მეუღლის სახლში შეღწევის მიზნით კარს ძლიერად ურტყამდა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს გადაწვით დაემუქრა და სახლის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანიდან საწვავის ჩამოსხმას ცდილობდა. 

სამართალდამცველებმა ს.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე  მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის  მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics