|
2018-10-01 11:05:49, 691 ნახვა
რეგიონი
შუახევში კინოკლუბი გაიხსნა
კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში შუახევის კინოკლუბის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა. კინოკლუბში პირველად ნაჩვენები იქნა მაღალმთიან აჭარაში გადაღებული რეჟისორ ნიკა წიკლაურის ქართული დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ , რომელმაც დოვილის საერთაშორისო ფესტივალზე, Deauville Green Awards-ის 2018 წლის ოქროს ჯილდო მოიპოვა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას კინოკლუბის გახსნა მიულოცეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ,რუსუდა შავაძემ.ფილმის შესახებ ისაუბრა გადამღები ჯგუფის წევრმა ჯიმშერ მამუჭაძემ. კინოკლუბის მიზანია კინოსექტორის გაძლიერება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, შემეცნებითი ფილმების პოპულარიზაცია და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობა. კინოკლუბი კინოჩვენებების გარდა სხვადასხვა აქტივობასაც ითვალისწინებს, მათ შორის დისკუსიების, თამაშების გამართვას, სამოყვარულო შემეცნებითი ვიდეოების გადაღებას,ფილმებიდან საინტერესო ფრაზების პოპულარიზაციას და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)