|
2018-09-29 13:36:11, 2518 ნახვა
საზოგადოება
მუსიკის ფესტივალი Close Encounters იხსნება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას ბაღში, ქართულ-შვეიცარული, თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი - Close Encounters იხსნება. ფესტივალის პირველ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Zagareli & Strings, KORDZ, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და ფრედერიკ რობინსონი (გერმანია/შვეიცარია). გახსნაზე შესრულდება ნატალია ბერიძის ნაწარმოები Blue Intervals of Perishing - ალტისთვის, პიანოსთვის და სიმებისთვის, ნიკა მაჩაიძის ნაწარმოები STRATA 1- ელექტრონიკისთვის და ალტისთვის, ასევე, ფრედერიკ რობინსონის და ალექსანდრე კორძაიას ნაწარმოებები. სულ შვიდი კონცერტი (ხუთი თბილისსა და ორი რეგიონში ), ორი შეხვედრა - საუბარი და სამი ვორქშოფი ჩატარდება. ფესტივალის მონაწილეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტერ კონრადინ ცუმთორი (შვეიცარია) და კლაუს ლანგი (ავსტრია). პეტერ ცუმთორი ორ შეხვედრას გამართავს და არქიტექტურისა და მუსიკის კავშირებზე ისაუბრებს. 2005 წლიდან მოყოლებული, წელს აქტუალური მუსიკის ფესტივალი მე-6-ჯერ იმართება. თითოეული ფესტივალი ორ ეტაპად ტარდებოდა, ორ ქვეყანაში: საქართველოსა და შვეიცარიაში; აერთიანებდა და ერთმანეთთან აკავშირებდა, როგორც დამწყებ, ასევე, აღიარებულ შვეიცარიელ და ქართველ მუსიკოსებს. დაარსების დღიდან ფესტივალის ფოკუსი თანამედროვე და ძველი მუსიკაა. ასევე, სტილისტური მიკერძოების გარეშე, ძველის და ახლის, ტრადიციისა და ავანგარდის, ხშირად საწინააღმდეგო ესთეტიკური პოზიციების ერთიანობის ჩვენება. ფესტივალი 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებების ლოკაციებია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდი დარბაზები, კლუბი „მტკვარზე“, ილიას ბაღი (ყოფილი ვარდების ბაღი), ჭადრაკის სასახლე, კავთისხევი და თელავის მუსიკალური სასწავლებელი.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)