|
2018-09-29 10:39:51, 1698 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრ ფაბიან ჰამილტონს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე. ისაუბრეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოების მიზნით ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომელიც მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს. ასევე ახალგაზრდების სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის აუცილებლობაზე. შეხვედრას ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარია, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ოთარ ხუფენია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)