|
2015-06-08 16:32:15, 614 ნახვა
პოლიტიკა
მინაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლებას მოსამართლეების დაშინების და მოსყიდვის რეალური ბერკეტები აქვს
საპარლამენტო უმცირესობაში ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შემდგარი საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი ირაკლი ალასანიას 2012 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს ახსენებს. „მინდა ბატონ ალასანიას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, არჩევნების შემდეგ, მაშინ, როდესაც ის იყო უმრავლესობის წევრი, მთავარი სამიზნე ამ ხელისუფლების და ივანიშვილის სწორედ სასამართლო ხელისუფლება გახდა, როდესაც მაგალითად მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა რიტორიკას არ შეიცვლიდა, რიგები გაგრძელდებოდა პროკურატურის წინ, მაშინ როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა თანაშემწეების დაშანტაჟება, როდესაც იყო ორი ფაქტი, როდესაც ხდებოდა პროკურატურის მხრიდან მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გაგება და არც ერთ ამ მოქმედებაზე გამოძიება არ დაწყებულა“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი. მინაშვილის თქმით, ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას მოსამართლეების მოსყიდვის და დაშანტაჟების რეალური ბერკეტები გააჩნია. "ყველაფერი ეს ერთიანობაში გამოხატავს იმას, რომ სწორედ ქართული ოცნების და ივანიშვილის ხელმძღვანელობით სურს და აქვს რეალური ბერკეტები მოსამართლეების, როგორც დაშინების, დაშანტაჟების, ასევე, მოსყიდვის", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა. ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო გარიგება შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)