|
2015-06-08 16:29:26, 401 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ივანიშვილს და სასამართლო ხელისუფლებას შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და არც მოხდება
საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შემდგარი საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მათ შორის რაიმე სახის შეთანხმებას გამორიცხავს. კობახიძის თქმით, სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. „არანაირი შეთანხმება ბატონ ბიძინასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის არ არის, არ მომხდარა და არც მოხდება. დღეს სასამართლო არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და თავისუფალი, ვიდრე იყო წინა წლებში და ჩვენი მიზანია, რომ ის იყოს კიდევ უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი. თითოეული ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, კოლეგიების თავმჯდომარეებისგან, როგორც იყო ეს პრაქტიკაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა მანანა კობახიძემ. ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო გარიგება შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)