|
2018-09-27 12:23:30, 1282 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ოკუპაცია განხორციელდა. „ძალიან მძიმე დღეა - შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. 25 წლის წინ, ამ დღეს აფხაზეთის ოკუპაციას სისხლიანი წერტილი დაესვა. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ჩვენ, მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამხოლოდ როგორც ჩვენი ერთიანი ტერიტორიის ნაწილი, არამედ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი - ჩვენი ძმები და დები. ერთობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)