16:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 13:31:05, 474 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის დელეგციას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენ ჩანგჭის ხელმძღვანელობით, დელეგაციას უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას  მხარეებმა ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ის მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე არსებობს.

ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ხაზი გაესვა გლობალური სტრატეგიული პროექტის „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობას და სამომავლოდ მისი როლის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ხოლო კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით,  აღინიშნა ის მრავალრიცხოვანი პროექტები,  რომლებსაც ჩინეთის საელჩო ახორციელებს საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. ასევე საქართველოს საკანონმდებლო  ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics