|
2018-09-24 18:37:39, 1934 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და აფხაზური ენის თვითმასწავლებელი ელექტრონული სასაუბრო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამრას“ მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“ გაიმართა. ელექტრონული სასაუბროს საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა. ამავე ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული წიგნის - „გული“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საჩუქრად „ქართულ-აფხაზურ საგას“, ფერიის საჯარო სკოლას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ამრასა“ და სხვა მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი სვეტლანა კუდბა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დეთორაძე, ჟურნალისტი ირმა ოსია, „ქართულ-აფხაზური საგის“ ხელმძღვანელი ნათელა დუმბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ამრას“ ხელმძღვანელი ნინო ხალითბა და აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება, ასევე აფხაზური ენის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)