|
2018-09-24 17:41:54, 2153 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გოცირიძეს: ევროპა და ნატო ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან
„ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „არაკაცობაა ის შავი პიარი, რაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს“. „იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მისამართით წარიმართება, არც კაცობა, არაფერი ამას არ შეიძლება ეწოდოს. შავი პიარი ღიად წარმოებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, რაც ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან - ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ“, - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)