16:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 11:30:32, 2324 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რასაც ნებისმიერი მსჯავრდებული

პარლამმენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მერაბიშვილს "მიზანმიმართულად წამლავენ", სრული აბსურდია. 

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ის იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც საქართველოში ყველა მსჯავრდებულმა უნდა მიიღოს.

"სრული აბსურდია, რასაც მეუბნებით. ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებას და მკურნალობას გადის. ზუსტად ვიცი, რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში, შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი და იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რა სტანდარტის მზრუნველობაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა პირმა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ყოფილი პრემიერის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics