|
2015-06-08 11:41:11, 479 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ავლენენ
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ავლენენ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნორლანდმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესა საუბარი მიმდინარეობს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. „საქართველო ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც მიმდინარეობს საუბრები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარეობს პოლიტიკური ძალების მიერ ამ თემის განხილვა. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საარჩევნო სისტემის რომელიმე საარჩევნო სისტემა არის საუკეთესო. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრები ჩართული არიან ამ პროცესში, რაც დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას ნიშნავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ავლენენ“,-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)