|
2018-09-21 16:41:16, 1997 ნახვა
სამართალი
კოალიცია პრეზიდენტსა მმართველ პარტიას მოუწოდებს, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი არ შეაფერხონ
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი ხელოვნურად არ შეაფერხონ. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ არც პრეზიდენტს და არც მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა, ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. „კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფლებამოსილ პირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციას და შეამცირებს სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მოგვარების პერსპექტივას. კოალიციას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებითაც შეწყდა კონსულტაციების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც წინასწარ განაცხადა უარი პრეზიდენტთან კონსულტაციებში ჩართვაზე, შექმნილ სიტუაციას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ არც პრეზიდენტს და არც მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას კონსტრუქციულ რეჟიმში დაიწყონ კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად. ამასთან, კოალიცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს კონსულტაციებსა და კანდიდატების შერჩევის პროცესში“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)