|
2018-09-21 10:43:35, 1781 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება
21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წელია, ის მსოფლიოს ყველა სცენის ყველაზე სასურველი სტუმარია. ჯგუფის უნიკალური და ორიგინალური შესრულება იშვიათობად მიიჩნევა, რომელსაც შეიძლება ადამიანი მუსიკალურ ხელოვნებაში გადაეყაროს. მარტინ ჟაკს, ანსამბლის ფრონტმენს, სიმღერების ავტორსა და ჯგუფის შემქმნელს 1989 წელს პირველი აკორდეონი გაუჩნდა, ამის შემდეგ ძალიან მალევე შეიქმნა The Tiger Lillies. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა, სტილი და გზა გაიკვლია ლონდონის პაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე. The Tiger Lillies მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია. ჯგუფი პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით ახერხებს მსმენელის მოხიბვლას. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)