|
2018-09-20 12:14:10, 1320 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 20 სექტემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" გაიხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიეტუვას მთავარმა არქივისტმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს. კონფერენცია სამი სექციისაგან შედგება. მასში 120-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ამასთან, კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება. ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)