13:45 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 11:49:33, 2000 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, მ.კ.-ს მიმართ დევნის დაწყების შესახებ რეკომენდაცია დადგენილებაში ასახოს

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს  რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენმა მოითხოვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად შევიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული რეკომენდაციები.

კერძოდ, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დადგენილებაში უნდა შევიდეს კომისიის მიერ შემუსავებული შემდეგი რეკომენდაციები: 1. გამოძიების დაწყებას სამოხელეო დანაშაულსა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიებაზე; 2. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

"ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, რამდენადაც მიიჩნია, რომ კომისიის სხდომებზე გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვებით დადასტურდა, რომ ჩაუტარებელი ან/და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ ემსახურებოდა კონკრეტულ საგამოძიებო ტაქტიკას. ამასთან, კომისიის მუშაობის დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა თავისი მუშაობის პერიოდში გამოავლინა საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი თანამშრომლების და მკვლელობის გამოძიებაში საპროცესო მონაწილეთა ახლო ნათესავებს შორის კომუნიკაცია. კომისიამ მუშაობის პროცესში მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში მანამდე არსებულ მტკიცებულებებთან ერთად, მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობის ვარაუდს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტები მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობაზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ მკვლელობის მიმდინარე გამოძიების პროცესში შესწავლისა და შეფასების მიღმა დარჩა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს – საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ვალდებულება დაუდგინოს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics