01:13 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 11:52:28, 1339 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს კონსოლიდირებული სამინისტროს სტრუქტურა და პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება მწვანე ეკონომიკის კონცეფციის განვითარების  მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს.

მინისტრის განცხადებით ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი მიმართულება, სოფლის განვითარებასთან ერთად პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროპარლამენტარებს სატყეო სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის  მნიშვნელობის საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.

როგორც საჯად კარიმმა განაცხადა, საქართველოს გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია, დაადასტურა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მინისტრს წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics