|
2018-09-20 11:49:56, 590 ნახვა
საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში საბაზისო კვლევა მიმდინარეობს
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების მფლობელი ან ნაკვეთებით მოსარგებლე ოჯახების საბაზისო გამოკვლევა მიმდინარეობს. კვლევის ფარგლებში 12 საპილოტო არეალიდან ოთხში: კარალეთში, ვედიდკარში, შუახევსა და ზარიძეებში 800-მდე ოჯახი გამოიკითხება. კვლევა, რომელსაც კომპანია „ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი „ეისითი" (ACT) ახორციელებს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობისა და შედეგების შეფასებას ემსახურება. კვლევის ფარგლებში საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად შეგროვდება ინფორმაცია მათ მიერ მიწაზე განხორციელებული ტრანზაქციების (ყიდვა, გაყიდვა, იპოთეკა, იჯარა), მიწათსარგებლობის ტიპების, განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამასთანავე, მოხდება რეგისტრაციისას საოჯახო მეურნეობების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ მოსახლეობის სანდოობის ხარისხის, ასევე გამოკითხულთა შორის მიწაზე საკუთრების უფლების მნიშვნელობის განსაზღვრა. გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას სახელმწიფო მიწის მართვის პოლიტიკის დაგეგმვისა და რეგისტრაციების უკეთ განსახორციელებლად გამოიყენებს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. მიწის სიტემური რეგისტრაციიის საპილოტო პროექტი საბაზისო კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტს მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)