|
2018-09-19 13:31:21, 1713 ნახვა
საზოგადოება
„ხალხი, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვთ, არ აირჩიოთ“ - სასულიერო პირები კანაფის კულტივაზაციას ეწინააღმდეგებიან
დეკანოზი დავით კვლივიძე მარიხუანის მოყვანა-ექსპორტის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ნარკოტიკების ლეგალიზაცია ქვეყნის კოლუმბიზაციას" ნიშნავს. მისივე თქმით, ქვეყანაში სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას. „ნარკოტიკის ლეგალიზაციას რაც შეეხება, ეს არის ქვეყნის ავღანიზაცია, ქვეყნის კოლუმბიზაცია და ქვეყნის პაკისტანიზაცია. ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში, ავტონომიური ოლქები ხომ ნაღმი იყო, რამაც ააფეთქა, აი ეს ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად, როგორც ავღანეთი, როგორც კოლუმბია. ამის შემოტანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგს შეიძლება, არ ესმის და ზოგს ესმის, არის ქვეყნის დაღუპვა. სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, სადაც იქნება მათი მკურნალობა. იმის გამო, რომ ვიღაცა ამას აკეთებს და ეს იმიტომ დავუშვითო, რომ უდებენო, ის დაიჭირეთ, ვინც უდებს. შენ თუ 70 გრამი დამიწესე, 71-ს ჩაგიდებ, 100 დამიწესე, 101-საც ჩაგიდებ. შენ იმას მოთხოვე პასუხი, ვინც დებს და პასუხისგებაში მიეცი ის კაცი. როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენი მოწოდება ყოველთვის იქნება, რომ ასეთი ხალხი, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვთ, არ აირჩიოთ, ქვეყნის სადავეები არ ჩაუგდოთ ხელში,“- განაცხადა მამა დავითმა. ცნობისთვის, ის სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარლამენტში მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ კანაფის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. სასულიერო პირები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნარკოტიკების ლეგალიზაციას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)