|
2018-09-19 13:06:07, 622 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო
გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და გარე განათების ქსელი მოეწყო. ასევე, განთავსდა საბაღე სკამები და სანაგვე ურნები. ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს. „არსებული სკვერების რეაბილიტაციის პარალელურად, ვცდილობთ, ახალი დასასვენებელი სივრცეები შევქმნათ. ერთ-ერთი ახალი სკვერი სანზონაში მოვაწყეთ. გასულ წელს აქ სპორტული მოედანიც მოეწყო. მთლიანობაში ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გამწვანებულ ტერიტორიებს და განახლებული ინფრასტრუქტურა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 143 548 ლარი გამოიყო.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)