|
2018-09-18 12:32:15, 1454 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: „სვეტის“ დაზარალებულებს ჩემს თანადგომას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია ხელს ყველანაირად შეუწყობს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერის მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. „სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია. პირადად მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას, ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ მერიის და პირადად ჩემი თანადგომა - ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არ დაკარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს. „ერთი მხრივ, გამოძიება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, ამ მიმართულებით, თბილისის მერია ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაახლოებით, 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვო, რაც სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. თითოეული ჩვენგანისთვის უნებართვო, უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით, ეს ეხება 2015-2016 წლებს და ნაწილი 2017 წელს, როდესაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)