20:29 - 03 Jul, 2026
|
2018-09-17 14:44:12, 536 ნახვა
რეგიონი
ხიჭაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განახლდა
17 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. დილიდანვე განსაკუთრებული ხალისი იგრძნობოდა ქუჩებში. კოხტად გამოწყობილი გოგო - ბიჭები ჩანთებით ხელში მხიარულად მიიჩქაროდნენ სკოლისკენ. ახალი სასწავლო წელი განახლდა ხიჭაურის საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლება შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებული და შემოქმედებითი სასწავლო წელი უსურვეს. ხიჭაურის საჯარო სკოლას 74 მოსწავლე, მათ შორის 3 პირველკლასელი ჰყავს. მომავალი თაობების აღზრდაზე 74 მასწავლებელი იზრუნებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)