|
2015-06-06 13:26:00, 428 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია
„კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შეხვედრის მთავრი განსახილველი თემა კობა არაბულის მიერ მიცემული ინტერვიუ იყო. „განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კობა არაბულის ინტერვიუ. დეტალურად გავიარეთ საკითხი, უამრავი თემაა ისეთი, რომელზეც ვფიქრობ არაბულმა გადააჭარბა მონაცემებს და არსებულ სიტუაციებს. თავად განმარტავს, რომ ბევრ საკითხებზე მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია მოხდა. მან გააკეთა ჯანსაღი შეფასებები. მისასალმებელია ის, რომ ამ საკითხებზე ბოდიშის მოხდა მოუწია“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში კობა არაბულმა ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)