|
2018-09-11 14:29:16, 608 ნახვა
საზოგადოება
ისანში დამატებით 12 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა
ისნის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, 12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა. გამგეობა დაპირებისამებრ, აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურას აწესრიგებს და საჯარო სკოლასთან მისასვლელ 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკს აწყობს. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, რომლისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და განახლდება. ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ ავტოფარეხების დემონტაჟის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. „სამაგალითოა ყველა ის მოსახლე, რომელიც მერის ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, ძველი ავტოფარეხები უკვე არაერთ მისამართზე დავშალეთ. როგორც მოსახლეობას შევპირდით, ინფრასტრუქტურას მთლიანად ვაწესრიგებთ. ახალ საფეხმავლო ბილიკსაც ვაწყობთ, რაც გადაადგილებას ბევრად უფრო მოსახერხებელს გახდის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. ისნის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით, ტერიტორიაზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გამწვანების ზოლის სხვლა-ფორმირებაც ჩატარდა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის ტერიტორიის ირგვლივ ღობის მოწყობას უზრუნველყოფს.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)