|
2018-09-10 18:30:22, 659 ნახვა
რეგიონი
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის კვირეული დაიწყო
10-12 სექტემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში იმართება რეგიონული ვორკშოპი ნავსადგურებში გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის შესახებ. ვორკშოპი იმართება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს საშუალებების მიერ დაფინანსებული პროექტის "გლობალური საზღვაო ენერგოეფექტური პარტნიორობის" ფარგლებში. ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება გემებიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით და ნავსადგურში ჰაერის დაბინძურების პრევენციის რენტაბელური ზომების შესახებ. ვორკშოპი განკუთვნილია ნავსადგურის ოპერაციებში ჩართული პირებისთვის და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ღონისძიების მიზანია აჩვენოს მონაწილეებს თუ რა როლს თამაშობს ნავსადგურის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურული განვითარება და ლოგისტიკური სისტემა საზღვაო ენერგო ეფექტურობასა და ჰაერის ხარისხში. ვორკშოპში მონაწილეობს საზღვაო ადმინისტრაციების, სამინისტროების, ნავსადგურებისა და ტერმინალების წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)