|
2018-09-10 17:57:28, 1099 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ
პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. როგორც აქციის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. მანვე დასძინა, რომ აქცია არ არის პოლიტიკური, თუმცა მასში მონაწილეობა ყველა პოლიტიკოსს შეუძლია. „ყველა, ვინც ხელი დააფარა ამ საქმეს, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. უფრო კონკრეტულად აქციის მსვლელობისას ვისაუბრებთ. დღეს ხელს აფარებენ მკვლელებს და საქმის გამყალბებლებს. ეს არ არის პოლიტიკოსების აქცია, ეს არის შვილმოკლული მშობლების აქცია. პოლიტიკოსებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ როგორც თანამოქალაქეები. მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა. აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა სარალიძემ. აქციის დაწყებამდე კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გააკეთა. ის ისევე როგორც სარალიძე, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და მისი შვილის მკვლელის დასჯაზე საუბრობს. „მთავარი მოთხოვნა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ამ საქმეში ჩარეული. ხმამაღლა ვიტყვი - ამ ტერაქტში არიან გარეული ეს ადამიანები. მათ ხელები სისხლში აქვთ ამოთხვრილი. ესენი არიან ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმელი გოგაშვილი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერები მივიდნენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)