|
2018-09-07 11:21:53, 598 ნახვა
რეგიონი
მტირალას პარკის მიმართულებით გზა რეაბილიტირებულია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის მიმართულებით გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარი 3 230 მეტრზე დაიგო, რაც მტირალას ეროვნული პარკის მიმართულებით ადგილობრივთა და ტურისტთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტი გრძელდება და საბოლოო ჯამში 12 548 მ2 გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. „აღსანიშნავია, რომ მტირალას პარკი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებული ადგილია, რა მიმართულებითაც გადაადგილება დაზიანებული გზების გამო გართულებული იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზისა მოასფალტების გარდა მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონები, სამი ახალი ხიდი და ჩატარდა ორი არსებული ხიდის რეაბილიტაცია. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 234 ათას ლარამდე გამოიყო. აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 29,790 კმ ასფალტო/ბეტონის საფარის მოწყობა 14 მიმართულებით, 9 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 18 224 785 ლარი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)