18:58 - 31 Jul, 2026
|
2018-09-06 14:25:56, 993 ნახვა
საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევა წითელ ხიდზე - დაშავდა 8 ადამიანი
წითელ ხიდზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 3 დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)