|
2018-09-05 10:29:46, 557 ნახვა
რეგიონი
სარფის საბაჟოს თურქული მხარის რეაბილიტაცია სრულდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ეწვია, სადაც თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარეს რიფათ ჰისარჯიკლიოღლუს შეხვდა და მასთან ერთად თურქული მხარის მიერ საბაჟოზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თურქულ მხარესთან გამართულ შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძე რიფათ ჰისარჯიკლიოღლუსთან ერთად სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა. როგორც თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ოქტომბრის ბოლოდან საბაჟო პუნქტი განახლებული სახით დაიწყებს ფუნქციონირებას. რეაბილიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას მომსახურების ხარისხის და გამტარუნარიანობის გაზრდას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)