18:58 - 31 Jul, 2026
|
2018-09-04 17:48:35, 1449 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა
საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა. წინა მონაცემების თანახმად, საქართველო 53-ე პოზიციას, უფრო ადრე კი 68-ე ადგილს იკავებდა. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ. ცნობისათვის, Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებსაც გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა 189 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტების ინდექსში წინა წლებში გერმანია ლიდერობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)