20:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 15:02:04, 849 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე გვაქვს

"გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, რეგიონული  გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე და ბიზნესგარემო“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში", დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც პატარა ქვეყანას, გლობალური ბიზნესაუდიტორია არ გვიცნობს ისე, როგორც ჩვენთვის სასურველია. პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა გულისხმობს ისეთ ნეგატიურ იარლიყებს, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი, ბიუროკრატია და მისი თანმდევი უსასრულო პროცედურები, და საქართველოს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი შეხვედრა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სწორედ ამიტომაც მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მტკიცედ დაგვიდგეთ მხარში, რათა მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესისათვის მიმზიდველი ადგილი. სწორედ თქვენ, როგორც უცხოელებს, გაქვთ ყველაზე ობიექტური და სანდო ინფორმაცია საქართველოზე. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული შესაბამისი აზრის შექმნა თქვენს პროფესიულ წრეებში. რასაკვირველია, თქვენ გაქვთ ზღვა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან: ადგილობრივი პარტნიორები, პრესა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე დიალოგი თქვენთან, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ მთავრობის პოზიციას და მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics