|
2018-09-01 19:27:21, 1162 ნახვა
რეგიონი
„ბათუმობა“ წელს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნა
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს ბათუმი სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებებით შეხვდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ქალაქი და მასთან დაკავშირებული ისტორიები გაცოცხლდა. „მინდა მივულოცო ბათუმობის დღესასწაული ბათუმს, მთელ აჭარას. ეს არის ძალიან ლამაზი დღე. გაცოცხლებულია ის ისტორიები, რომლებიც ჩვენს ქალაქს უკავშირდება. განსაკუთრებით მსიამოვნებს აქ არსებული განწყობა და ბავშვების ჟრიამული. ვულოცავ ყველას, პატარებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს" - აღნიშნა მილოცვისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ქალაქის მთავარ დღესასწაულს ოჯახთან ერთად ესწრებოდა. წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული სანახაობები, თემატური კუთხეები, ასევე ხელნაკეთი ნივთების და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა. მთავრობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ბათუმობის" ღონისძიებებს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძველ ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე ბათუმელებთან ერთად ქალაქის სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა. „ბათუმობა 2018“ პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)