|
2018-08-31 13:19:30, 646 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ირჟი პრეცლიკს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ირჟი პრეცლიკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო 14 სექტემბერს დაგეგმილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მარტა ნოვაკოვას საქართველოში ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბათუმს თანმხლებ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ჩატარდება ბიზნეს ფორუმი და გაიმართება შეხვედრები ოფიციალურ პირებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)