03:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 15:38:22, 1936 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში

საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ და ტურიზმიდან მიღებულმა გაზრდილმა შემოსავლებმა.

 „2018 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს  შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics