17:24 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 17:37:53, 639 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხდა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს.

„დღეს, კიდევ ერთხელ მივაგეთ ჩვენი პატივი სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი და მას მიუძღვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში და ჩვენი მეგობრობის გაღრმავებაში და ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ამის გამო სენატორის მადლიერი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics