|
2018-08-23 20:20:23, 1629 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე გერმანის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკისსამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს ტომას ბარაიბის შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობნენმსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა, შესაბამისად, ქართული მხარე მიესალმება ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოში სექტორი არ არსებობს, სადაც გერმანული ინვესტიცია არ არის განხორციელებული, რაც ძალიან მისასალმებელია. მან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები მიმდინარე წლის ოქტომბერში გერმანიაში დაგეგმილ როუდ-შოუზე მიიწვია, რომლის მიზანია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გერმანული ბიზნესისთვის გაცნობა. თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოში 250-ზე მეტი გერმანული კომპანია საქმიანობს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნეს გარემოს დადებითად აფასებენ. მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები მრავალმხრივია და მიმართულია გრძელვადიან თანამშრომლობაზე. გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)